დედის დღე შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში
5 მარტს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მე-2ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნათელა მირზელაშვილის ორგანიზებით გასვლითი ღონისძიება ჩაატარეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის მე-7 ბიბლიოთეკაში. ღონისძიება დედის დღეს მიეძღვნა. პატარებმა ქართველ დედებს ლექსები, სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს. ბევრი მათგანი ბიბლიოთეკაში პირველად იყო. გულთბილმა მასპინძლებმა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს დაათვალიერებინეს მათთვის საინტერესო წიგნები და მკითხველთა სიაშიც ჩაწერეს. ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ეთერ ქამუშაძემ მადლობა გადაუხადა ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მათს პედაგოგს, ნათელა მირზელაშვილს ულამაზესი ღონისძიებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი სკოლისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.
Leave a Reply