ვიქტორინა საღვთო სჯულში
დღეს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგ ნათია პირტახიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ვიქტორინა საღვთო სჯულში. მე-6ა და მე-6ბ კლასებმა წარმოაჩინეს ძველი აღთქმისა და სახარების ცოდნა. ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მოსწავლეებმა ულამაზესი კედლის გაზეთებიც წარმოადგინეს. ტურებს შორის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები ერთმანეთს ქართულ ცეკვაში, სიმღერასა და საგალობლების შესრულებაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ჩვენი სკოლის გალობისა და საღვთო სჯულის პედაგოგებმა საკუთარი გალობით დაამშვენეს საღამო. ღონისძიება შინაარსიანი და სანახაობრივად დატვირთული იყო.
Leave a Reply