კალიგრაფიის კონკურსი
დღეს ჩვენს სკოლაში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი მხედრულ, ასომთავრულ და ხუცურ დამწერლობაში. მასში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა მოსწავლემ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მე-5 და მე-6 კლასელები, თუმცა უფროსკლასელებმაც გამოთქვეს კონკურსში მონაწილეობის სურვილი. გამორჩეული “კალიგრაფისტები” მე-2 ტურში გადავლენ. კალიგრაფიის კონკურსის მე-2 ტური ერთ კვირაში გაიმართება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
Leave a Reply