პრანჭია

პრანჭია – ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს სიტყვა უკავშირდება სიტყვა “ფრანგს”. ფრანგი, რაც საზოგადოდ ევროპელს ნიშნავდა, ქართულში “ბრანჯ” ფორმით შემოვიდა. “ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ: “ და აღდგომილ იყვნენ მას ჟამსა ბრანჯნი“- სქოლიოში მიწერილია, “ბრანჯნი ფრანგები არიან“.თავდაპირველად “ბრანჯია” ის იყო, ვინც “იბრანჯებოდა“, უცხოელივით, ევროპელივით იმოსებოდა თუ იქცეოდა. შემდეგ სიტყვა ფონეტიკურად შიცვალა, რაც ბუნებრივია ქართულში, მნიშვნელობა კი იგივე დარჩა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *