კავკასიის დაცვის ბრძოლაში გამარჯვების 70-ე წელი
დღეს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კავკასიის დაცვის ბრძოლაში გამარჯვების 70-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებილ ომის ვეტერანებს ისინი ლექსებით, სიმღერებითა და მრავალჟამიერით მიესალმნენ. ვეტერანებს ღირსშესანიშნავი თარიღი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც მიულოცა.
Leave a Reply