საღვთო სჯულის გასვლითი გაკვეთილი
მე-6ბ კლასის მოსწავლეებს საღვთო სჯულის გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. მათ საღვთო სჯულის პედაგოგ ნათია პირტახიასთან და მზრუნველ ნატო გოგოლაშვილთან ერთად მოილოცეს თბილისის 7 ტაძარი. ეწვივნენ ქაშუეთის ეკლესიას, მოინახულეს ანჩისხატის ტაძარი, სიონი, ჯვრისმამა, ზემო და ქვემო ბეთლემი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თავად იყვნენ გიდები და თბილისის ტაძრების შესახებ სკოლაში მიღებული ცოდნა ტაძარში უკეთ წარმოაჩინეს და ბევრი ახალი და საინტერესო ფაქტიც შეიტყვეს.
Leave a Reply