ექსტერნის გამოცდის შესახებ

გაგაცნობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდასთან დაკავშირებით. 📢📢📢

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დადგინდეს, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბაზო და
საშუალო საფეხურების (გარდა მე-12 კლასისა) მოსწავლეების მიერ კონკრეტული
საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო
ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით
დაძლევის:
ა) გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადები 2023 წლის 16 ივნისიდან 2023 წლის 21
ივნისის ჩათვლით;
ბ) გამოცდის ჩატარების ვადები 2023 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის
საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი
გიორგი ამილახვარი

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში
შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების
ექსტერნატის ფორმით დაძლევის:
ა) გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადა დადგინდეს 2023 წლის 15 ივნისიდან 2023
წლის 20 ივნისის ჩათვლით;
ბ) გამოცდის ჩატარების ვადა დადგინდეს 2023 წლის 22 ივნისიდან 2023 წლის 3 ივლისის
ჩათვლით.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის
საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი
გიორგი ამილახვარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *