საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის თბილისის სკოლაში 1-ელ დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში.
კუნკურსის მიზანი იყო ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 67- მა მოსწავლემ. მათ წარმოადგინეს მხედრული, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური კალიგრაფიით შესრულებული მცირე ზომის ტექსტები.
მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდა ორ კატეგორიაში:
საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომი და საუკეთესო მხატვრული გაფორმება.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა 10 საუკეთესო ნაშრომი.
გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა, ავტორებს კი გადაეათ სიგელები.
Leave a Reply