სკოლის მისია
სკოლის მისია სკოლა, როგორც კონფესიური საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ემსახურება ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარებული თაობის აღზრდას ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად.
სკოლის მისიაა მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების მიცემა სწავლების სამივე საფეხურზე. მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისა და მაღალი ზნეობის მქონე მოქალაქეთა აღზრდა. მოსწავლეთა სულიერი და გონებრივი მონაცემების განვითარება; ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებაში წარმატებით დამკვიდრებაში და დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და პატივისცემა, მსოფლიოში ქრისტიანული კულტურის ადგილისა და მნიშვნელობის გაცნობიერება. პიროვნების ინტეგრირება ეროვნულ და მსოფლიო კულტურათა სისტემაში. მოზარდებში ქრისტიანული ოჯახის ტრადიციების ჩამოყალიბება და პატივისცემა, მომზადება ქრისტიანული ოჯახური ცხოვრებისთვის. წესდების მიხედვით სკოლის მიზანია: • ზოგადი განათლების მიცემა მოსწავლეთათვის დაწყებით, საბაზო, საშუალო საფეხურებზე; • მოსწავლეების აღზრდა ეროვნულ–კულტურული და ტრადიციული ღირებულებების შესაბამისად.
Leave a Reply