სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია

15 დეკემბერს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში სასწავლო – შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა. წარმოდგენილი იყო ორი თემა:
“ხელოვნების გარიჟრაჟი” – პრეისტორიული მხატვრობა, რომელზეც ორმა მოსწავლემ წარმოადგინა თემები შესაბამისი ვიზუალური მასალით; მეორე კი – “ქართული ფუტკარი”.

მეორე, მესამე, მეხუთე და მერვე კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე თეატრალური წარმოდგენა უჩვენეს მაყურებელს. კონფერენციას ხელმძღვანელობდნენ ხელოვნების პედაგოგი ელენე ჭელიძე და სკოლის კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი ელენე რამაზაშვილი.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *