რეკომენდაციები სწავლის დაწყების, სასწავლო პროცესის წარმართვისა და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორის

ბრძანება კ/N 159 (ამონაწერი)    თბილისი            4 სექტემბერი 2020 წელი

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა

რეკომენდაციები სწავლის დაწყების, სასწავლო პროცესის წარმართვისა და სკოლის დასუფთავებაჰიგიენისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლამ  შეიმუშავა საკუთარი წეს-რეკომენდაციები სწავლის დაწყების, სასწავლო პროცესის წარმართვისა და სკოლის დასუფთავებაჰიგიენისთვის:

  • თვალსაჩინო ადგილას განთავსდეს განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • დაწესებულების შესასვლელთან განთავსდეს დეზობარიერი, სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;
  • სკოლის შესასვლელთან განხორციელდეს თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს, როგორც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
  • თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით,
    სკოლის შესასვლელში მოეწყოს შესაბამისი მოსაცდელი სივრცე;
  • მოსწავლეთა/პერსონალის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის მიზნით, უზრუნველყოფილ იქნას სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირება დანართი № 3-ის შესაბამისად (პასუხისმგებელი: სკოლის ადმინისტრაცია და სკოლის ექთანი ხათუნა გენგაშვილი);
  • საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
    ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
    ·აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
    ·ხელმისაწვდომი ხელის ჰიგიენის საშუალება: ხელის სანიტაიზერი;
    ·ყოველი გამოყენების შემდეგ საიზოლაციო ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით.
  • ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები განთავსდეს დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, სასადილო და სხვა), თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი (სასურველია დერეფნის შესასვლელებში). სანიტაიზერის დამაგრება არ არის საჭირო სანიტარიულ კვანძთან/საპირფარეშოსთან, რადგან ამ შემთხვევაში ხელების დაბანა წყლითა და საპნით უპირატესია;
  • ნებისმიერი პირი შენობაში უნდა შევიდეს პირბადით (სავალდებულო არ არის მოსწავლეებისათვის), დეზობარიერის გავლით,  თერმოსკრინინგისა და  ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ;
  • მასწავლებელი/თანამშრომლები/მოსწავლეები/სხვა პირები უზრუნველყოფილი იქნებიან ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით – ხელსაბანი ნიჟარა წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით (ერთჯერადი ხელსახოცები). ყველა შესაბამის სივრცეში გამოკრული იქნება ხელის ჰიგიენის წესების ამსახველი თვალსაჩინოებები;
  • სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეების რეზერვით;
  • სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები აღიჭურვება გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით (დახურული კონტეინერებით, სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკს ამოიღებენ და განკარგავენ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყაოფილი იქნება ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის მიერ;
  • სანიტარიული წერტილები სანიტარიულად დასუფთავდება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • სახელურები, მოაჯირები და ხშირად გამოყენებული ზედაპირები სანიტარიულად დამუშავდება არაუმეტეს 3-საათიანი ინტერვალებით;
  • ყოველი სასწავლო დღის შემდგომ მოხდება საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020  წლის 6 თებერვლის № 01-40/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის -„წყალი, სანიტარია დაჰიგიენა სკოლაში“ შესაბამისად დანართი № 32-ით განსაზღვრული სარეკომენდაციო აღჭურვილობის გამოყენებით;
  • ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას სკოლის ტერიტორიაზე და სივრცეში არსებული ეკონომიკური საქმიანობის (კვებითი მომსახურება, სტანდარტზევით საგანმანათლებლო მომსახურება და სხვა) განხორციელებისას უზრუნველყოს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020  წლის 29 მაისის №01- 227/ო ბრძანების მოთხოვნები;
  • სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება/გაცემაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს სამეურნეო სამსახურის უფროსი ელგუჯა ჩაჩანიძე; სადეზინფექციო საშუალებების მარაგები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მისთვის.
  • სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება მოხდება სპეციალურად
    გამოყოფილ სივრცეში ბუნებრივი ვენტილაციით.

 

 

სკოლის სივრცეში გადაადგილება:

 

  • სკოლის შენობის პერიმეტრი (შესასვლელი/ეზო) შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თერმოსკრინინგის ჩასატარებლად;
  • სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები;
  • პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე, ფარი და იცავდეს 1-მეტრიან დისტანციას;
  • თერმოსკრინინგისას ცხელების – 37.0С ან 37.0С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი
    ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15-წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში;
  • ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;
  • სიცხის გადამოწმების შემდეგ 0С ან  37.0С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:·ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
    ·მოსწავლეს სკოლის ექიმი/ექთანი მოარგებს პირბადეს და განათავსებს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში,
    დაუყოვნებლივ ვუკავშირდებით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
    ·მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
    ·საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე,  დაცული უნდა იყოს  1-მეტრიანი დისტანცია და მოსწავლეები არ უნდა დარჩნენ მეთვალყურეობის გარეშე;
    ·დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში  (დანართი N 37.1).
  • დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფინებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გადამოწმდება ტემპერატურა და ვიმოქმედებთ შესაბამისად;
  • დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლებისა და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში მოსწავლე (პირბადით)  დროებით გადაყვანილი იქნება საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
  • სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
  • სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სკოლაში დაშვება მოხდება ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არარსებობის შემთხვევაში);
  • მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში,  ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად.

სასწავლო პროცესის ორგანიზება:

  • წინასწარ განისაზღვრება მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და მოსწავლეების რაოდენობა ისე,  რომ,  როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია;
  • მასწავლებელთა, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და მოსწავლეთა სამუშაო და სასწავლო პროცესი წარიმართება წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად;
  • მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი – ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება, გარდა ამისა, შემოტანილ იქნას მასწავლებლელთათვის ელექტრონული ჟურნალით სარგებლობის წესი შესაბამისი ბრძანების და ინსტრუქციის საფუძველზე;
  • დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლის თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ყოველი საფეხურისთვის სკოლა ინდივიდუალურად დაადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას;
  • მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში. გადაუდებელი აუცილებლობის
    შემთხვევაში, მოხდება ვიზიტების ზუსტი აღრიცხვა: ვიზიტორის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი), ვიზიტის დანიშნულების, შემოსვლისა და გასვლის დროის დაფიქსირებით (პასუხისმგებელი: ზედამხედველობისა და დაცვის სამსახური – სიმონ ჩიტაძე);
  • მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს უპირატესობა მიენიჭება დისტანციურ შეხვედრებს.სავალდებულო დისტანცია მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესის დროს დახურულ და ღია სივრცეებში:

საკლასო ოთახში, მაგიდების/მერხების განლაგება მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:
·მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის
დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა;
·მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ  და მათ შორის
დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა;

  • საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ
    მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2-მეტრიანი
    დისტანციის დაცვა.

სკოლის საერთო სივრცეებში გადაადგილების წესი:

  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და
    ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ
    შორის დასვენებების პერიოდში (პასუხისმგებელი პირი: ზედამხედველობისა და დაცვის სამსახური – ნარგიზ იარაჯული);
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვროს 20 წუთით, გაკვეთილებს შორის შესვენებები 5 წუთით;
  • შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის
    დაცვით;
  • შესვენებებზე უნდა განიავდეს საკლასო ოთახი, მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები სასურველია დაიწმინდოს სველი ხელსახოცით;
  • მასწავლებლებმა გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა;
  • ფიზიკური აქტივობის/სპორტის გაკვეთილების ჩატარებისას ვხელმძღვანელობთ „სამუშაო ადგილებზე
    ახალი კორონავირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების
    დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
    ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების №13 დანართით – „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის“;
  • დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეთა ნაკადის ( შესასვლელში, სველ წერტილებთან, სპორტულ დარბაზში, ლაბორატორიაში, სამედიცინო კაბინეტში და სხვა) კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 1 მ.);
  • სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული
    უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა
    მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან,
    აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონან მათ გამოყენებამდე და შემდგომ.
  • მუსიკის გაკვეთილზე ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს მათი სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია.

 

რეკომენდაციები კვების პროცესისადმი:

  • სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება შესაძლებელია, თუ ის აკმაყოფილებს „სამუშაო
    ადგილებზე ახალიკორონავირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით
    რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანების
    №17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნებს;
  • მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო დისტანციის დაცვა (პასუხისმგებელი პირი: ზედამხედველობისა და დაცვის სამსახური – ნარგიზ იარაჯული);
  • საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია
    საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების ორგანიზება შესვენების დროს სასწავლო ოთახებში;
  • მოსწავლეებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ საკვების მიღების წინ დაიბანონ ხელები წყლით და საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული);
  • ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, გარე სივრცეში ხელმისაწვდომი არის ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანი.სკოლის ბიბლიოთეკა
  • სკოლის ბიბლიოთეკის ფუნქციონირება უნდაგანხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“
    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
    დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანების შესაბამისად.

დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის:

  • უზრუნველყოფილი იქნება სანიტარიულ კვანძში სისუფთავის დაცვა. ამისთვის წინასწარ განისაზღრება
    საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა
    და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა (პასუხისმგებელი: სკოლის ადმინისტრაცია და სკოლის ექიმი/ექთანი);
  • სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ„ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის “მიერ რეგისტრირებული საშუალებები (https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=f70ca25e-e850-4deb-9d7d-8b058b934d2d);
  • სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვადა
    დეზინფიცირება განხორციელდება ყველა შესვენების შემდეგ;
  • საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს დაგაშრეს;
  • დამლაგებლები აღიჭურვებიან ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
    ხელთათმანები;
    ·სახის ფარი;
    ·წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ დაექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას)/ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;
  • დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;
  • დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ, დამლაგებელმა  აუცილებელად უნდა დაიბანოს ხელები;
  • სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები უნდა შევინახოთ სპეციალურად ამ მიზნისათვისგანკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლისშეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი გარეშე პირებისთვის;
  • უზრუნველყოფილი იქნება დასუფთავებისთვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებებისთვის განკუთვნილი საცავის ვენტილაცია.

სკოლის სამედიცინო პერსონალის მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში:

 

  • სკოლის დღის რეჟიმის შედგენა;
  • ზედამხედველობა სკოლის ბუფეტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოებაზე;
  • მუშაობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს
    შორის;
  • ზედამხედველობა სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე;
  • მეთვალყურეობა სასწავლო დაწესებულებაში დასუფთავებასა და ჰიგიენური რეჟიმის უზრუნველყოფაზე;
  • მონაწილეობა ჰიგიენური განათლების პროგრამებში, ჰიგიენური უნარ-ჩვევების გამომუშავების
    ხელშემწყობ აქტივობებში.მოსწავლეების ვალდებულებები:
  • დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
  • დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა
    თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
  • დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების
    მოხვედრისას;
  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების
    შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
  • სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად
    შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო პერსონალს.მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ
    მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში,
    შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
  • სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის
    დამრიგებელს;
  • ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის
    მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და
    პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.თანამშრომლობის რგოლი: მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი:

 

  • სკოლებში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრებიხელის ჰიგიენის საკითხებზე, უწყვეტი საინფორმაციო კომუნიკაცია ხელისჰიგიენის მნიშვნელობის შეხსენების შესახებ COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
  • მივაწვდით ინფორმაციას მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და მოსწავლეებს SARS-COV2 ვირუსთან
    დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებებისშესახებ (თვალსაჩინო ადგილას განთავსდება ხელის
    ჰიგიენის, პირბადისტარების, ხველის ეტიკეტისა და სხვა შემახსენებლები);
  • მასწავლებლებთან, მშობლებთან შეხვედრები წარიმართება მაქსიმალურად დისტანციური სერვისების გამოყენებით.სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა:
  • თითოეულ მოსწავლეს რეკომენდაცია ეძლევა სკოლაში ატაროს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარის მითითებით) წყლის ბოთლი;
    წყლის ბოთლის სასურველია გაირეცხოს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ.
  • უზრუნველყოფილია დღის განმავლობაში მოსწავლისმიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, დისპენსერიდან;

 

წყლის რაოდენობა: სკოლაში უზრუნველყოფილია საკმარისი რაოდენობის წყლის მუდმივი ხელმისაწვდომობასასმელად, პირადიჰიგიენისათვის, საკვების მოსამზადებლად, დასუფთავებისა და რეცხვისათვის.

წყლის ხელმისაწვდომობა და წყალმოხმარების ტექნიკური საშუალებები:

სკოლაში უზრუნველყოფილია საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლის წერტილებისა და წყალმოხმარების სხვა საშუალებების შესაძლებლობა, რათა ხელმისაწვდომი იყოს სასმელი წყალი, პერსონალურიჰიგიენა, საკვების მომზადება, დასუფთავება და რეცხვა.

ინდიკატორები:

  • სათანადოდ აღჭურვილი წყალმოხმარების წერტილები, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი
    ერთჯერადი ხელსახოცები – ხელმისაწვდომი სასწავლო დაწესებულების ყველა კრიტიკულ წერტილში,
    კონკრეტულად კი სველწერტილებში და სამზარეულოში;
  • სათანადოდ აღჭურვილი სასმელი წყლის წერტილები – ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა და პერსონალისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;დასალაგებელი ინვენტარისა და საშუალებების სტანდარტული ჩამონათვალი:

 

  • ინვენტარის გადასაადგილებელი საშუალება (საჭიროების შემთხვევაში);
  • იატაკის საწმენდი ჯოხი – სველი დამუშავებისათვის;
  • ორგანყოფილებიანი სათლი: სუფთა წყალი/სარეცხი საშუალებიანი სითხე;
  • აქანდაზი და ცოცხი;
  • ხელთათმანი და სათადარიგო ხელთათმანი;
  • მუშამბის წინსაფარი სანიტარიულ კვანძში ოპერირებისათვის;
  • ტილოები, მ.შ. იატაკის, შუშისათვის და ავეჯისთვის;
  • საწმენდი ღრუბელი, ჯაგრისი, სახეხი (რბილი მეტალის სპირალი);
  • ჰაერის დეზოდორი;
  • ხის ავეჯის დასამუშავებელი (საჭიროების შემთხვევაში);
  • ტყავის ზედაპირების დასამუშავებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სარეცხი ფხვნილი (გამოიყენება მხოლოდდამხოლოდ ტილოების გასარეცხად);
  • ზედაპირების სახეხი ფხვნილი ან კრემი;
  • სითხე იატაკის წმენდისა და გაპრიალებისათვის, მოპირკეთების ტიპის (ხე, მეტლახი, ლინოლეუმი და
    სხვა);
  • უნიტაზის დასამუშავებელი სითხე;
  • შუშის საწმენდი;
  • ნიკელის, თითბრის და ლითონის სხვა ზედაპირების დასამუშავებელი საშუალება;
  • ტრაპების და კოლექტორების დასამუშავებელი საშუალება;
  • დიდი და პატარა ნაგვის პარკები;

სადეზინფექციო ხსნარი,  დასალაგებელი ინვენტარის დასამუშავებლად, დასუფთავების პროცესის დამთავრების შემდეგ.

პირველადი სამედიცინო დახმარება და სამედიცინო კაბინეტის მოწყობის წესი
სკოლის სამედიცინო კაბინეტში არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი
მინიმალური აღჭურვილობა და მედიკამენტები. გადაუდებელი შემთხვევის დროს სასწრაფო სამედიცინო
მომსახურების ბრიგადის გამოძახებისა და მშობლების ინფორმირების უზრუნველყოფა სკოლის დირექციის მოვალეობაა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე სკოლის სამედიცინო პერსონალი
უზრუნველყოფს ექიმამდელი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.
კაბინეტში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველი დახმარების ინსტრუქცია/პროტოკოლი.

 

 

სკოლის დირექტორი:                                                                        მ. თედიაშვილი

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *