2020-2021 სასწავლო წლის დაწყება და წარმართვა
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორის
ბრძანება კ/N 158 (ამონაწერი)
თბილისი 4 სექტემბერი; 2020 წელი
სწავლის დაწყებისა და სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციიის საფუძველზე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მითითებების თანახმად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში დამტკიცდეს სწავლის დაწყებისა და სასწავლო პროცესის წარმართვის ინდივიდუალური გრაფიკი.
- ვინაიდან საკლასო ოთახების ფართის სიმცირის გამო სკოლაში შეუძლებელია მოსწავლეთა შორის რეკომენდირებული ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, სკოლაში სწავლება წარიმართოს ორ ცვლად კონკრეტული კლასის კონტინგენტის ორად გაყოფით და შემდეგი გრაფიკით:
პირველი განაყოფი – 9.00 სთ. – 11.30 სთ.
მეორე განაყოფი – 12.00 სთ – 14.30 სთ.
- გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვროს 20 წუთით
გაკვეთილებს შორის 5-წუთიანი შესვენებებით და ცვლებს შორის
30-წუთიანი შესვენებით საკლასო ოთახების სავალდებულო დალაგებისთვის;
- ყოველ კონკრეტულ კლასში მოსწავლეთა დაყოფა ორცვლიანი სწავლებისთვის დაევალოთ კონკრეტული კლასის მზრუნველებს მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;
- შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით;
- სკოლაში შემოსვლა განხორციელდეს მხოლოდ მთავარი შემოსასვლელიდან შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ცვლის დასრულების შემდეგ გასვლა დასაშვებია მეორე (მარშალ გელოვანის სახელობის სკვერის მიმდებარე) გასასვლელიდანაც.
სკოლის დირექტორი: მ. თედიაშვილი
Leave a Reply