ჩვენი პედაგოგების ნამუშევრების გამოფენა
17 დეკემბერს წმ. ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა სკოლის პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა. საკუთარი ნახატები, ნაქარგები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები წარმოადგინეს მასწავლებლებმა: დარეჯან ჯანგიძემ (გამოფენის იდეის ავტორი, ხელოვნების პედაგოგი), თამარ გიორგაძემ (ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი), თამარ ცინცაძემ(ბიოლოგიის პედაგოგი), ქეთევან ქუთათელაძემ(ისტორიის პედაგოგი), ნათია გიორგობიანმა(ინგლისური ენის პედაგოგი), ნინო ფრანგიშვილმა(დაწყებითი კლასების პედაგოგი), ლაურა ბაღაშვილმა(ქარგვის მასწავლებელი). მასწავლებლების ნამუშევრებმა კოლეგებისა და მოსწავლეების აღფრთოვანება გამოიწვია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი პედაგოგები მრავალმხრივი ნიჭით არიან დაჯილდოებული.
Leave a Reply