“ბოლო ზარი” ჩვენს სკოლაში

31 მაისს ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელთა “ბოლო ზარის” ღონისძიება გაიმართა. მხიარული, საინტერესო და ემოციური სანახაობა გამართეს მოსწავლეებმა ჩვენი სკოლის დარბაზში. კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ყველანი ძალიან ნიჭიერები, ჭკვიანები, ლაღები, მოსიყვარულეები არიან და გულწრფელად აფასებენ საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სკოლაში გატარებულ წლებს.
დღეს ძალიან ბედნიერები იყვნენ, რადგან მათ ცხოვრებაში პირველი “ბოლო ზარი” რეკავდა. მასწავლებლების დიდ ნაწილს კი გული სევდით ჰქონდა სავსე. ბევრმა მათგანმა თქვა, რომ არ უყვარს ეს დღე, რადგან წვალებით, შრომით, თან დიდი სიყვარულით გამოზრდილ ბავშვებთან გამოთხოვება უჭირთ.
bolo zari bolo zaebolo bololo bbolo bbbolo

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *