მედავითნეობის წრის გასვლითი გაკვეთილი
საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში ფუნქციონირებს მედავითნეობის წრე. საღვთო სჯულის პედაგოგი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მედავითნე ნათია პირტახია მოსწავლეებს მედავითნეობას ასწავლის. 18 თებერვალს, არსენ იყალთოელის ხსენების დღეს, მედავითნეობის წრის მე-6ა კლასის მოსწავლე თორნიკე ლობჟანიძემ პირველად იმსახურა დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. მან დამოუკიდებლად წაიკითხა ექვსფსამუნის პირველი ფსალმუნი. მედავითნეობის წრის ყველა მოსწავლეს ვუსურვებთ წარმატებას!
Leave a Reply