ჩვენ შესახებ

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის ისტორია მიხეილ კეკელიძის სახელობის თბილისის კალათბურთის 58-ე საშუალო სკოლიდან იწყება. სწორედ აქ მუშაობდა ჩვენი სკოლის დამაარსებელი, ბატონი ზურაბ ბუაძე. მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, თანამედროვე სკოლის პრობლემებზე მათთან გულწრფელი საუბრების შედეგად დაებადა იდეა, დაეარსებინა ახალი ტიპის სასწავლებელი, რომელიც უშუალოდ ეკლესიასთან იქნებოდა დაკავშირებული. ბატონმა ზურაბ ბუაძემ თავისი მოსაზრება უწმიდესსა და უნეტარესს, ილია II-ს გააცნო.
1992 წლის ოქტომბერში უწმინდესმა მოიწონა და დაამტკიცა ზურაბ ბუაძის მიერ ჩამოყალიბებული საგიმნაზიო დებულება და ახალდაარსებულმა წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიამ თბილისის 58-ე საკალათბურთო სკოლაში დაიდო ბინა.
თხუთმეტკაციანი პედკოლექტივით დაიწყო მუშაობა ახალმა სკოლამ, რომელიც მხოლოდ შემოწირულობებით არსებობდა.
საკუთარი შენობა გიმნაზიამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოიპოვა. ეს იყო სარემონტოდ დაკეტილი ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა. შენობისა და ეზოს მოწესრიგება პედაგოგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ფიზიკური და მატერიალური დახმარების წყალობით მოხერხდა. 1994 წლის 8 მარტს გიმნაზიაში მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც აკურთხა ადგილი მომავალი ტაძრის მშენებლობისთვის.
2005 წლის მარტში საპატრიარქოს წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიას განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლის სტასტუსი მიანიჭა. გიმნაზიამ თბილისის 197-ე საჯარო სკოლის სახელით გააგრძელა არსებობა. მას შემდეგ, რაც სკოლის შენობის კუთვნილების საკითხი გაირკვა და შენობა ოფიციალურად საპატრიარქოს მფლობელობაში გადავიდა, სასწავლებელი კვლავ დაუბრუნდა საპატრიარქოს სივრცეს. როგორც იურიდიული პირი, ხელახლა დაარსდა წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა, რომელიც გიმნაზიის ტრდიციების გამგრძელებელია.
წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის გიმნაზიაში დაარსების პირველი წლებიდანვე შეიქმნა ტურისტულ-ეკოლოგიური კლუბი ,,გზა”. კლუბი დღემდე ფუნქციონირებს და წელიწადში რამდენჯერმე აწყობს ლაშქრობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
სკოლაში მოქმედებს გალობის, სიმღერის, ჭადრაკის, ხალხური საკრავებისა და ხატწერის წრეები, ფუნქციონირებს ხატვის წრეც. მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ყოველწლიურად ტარდება და შემოსული თანხა ქველმოქმედებას ხმარდება.
ხრიდოლის წრეზე წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლეები ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებიან.

სკოლის მისია

სკოლა, როგორც კონფესიური საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ემსახურება ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად განვითარებული თაობის აღზრდას ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად.

სკოლის მისიაა მოსწავლეთათვის ზოგადი განათლების მიცემა სწავლების სამივე საფეხურზე.მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისა და მაღალი ზნეობის მქონე მოქალაქეთა აღზრდა. მოსწავლეთა სულიერი და გონებრივი მონაცემების განვითარება; ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებაში წარმატებით დამკვიდრებაში და დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.

ეროვნული, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და პატივისცემა, მსოფლიოში ქრისტიანული კულტურის ადგილისა და მნიშვნელობის გაცნობიერება. პიროვნების ინტეგრირება ეროვნულ და მსოფლიო კულტურათა სისტემაში. მოზარდებში ქრისტიანული ოჯახის ტრადიციების ჩამოყალიბება და პატივისცემა, მომზადება ქრისტიანული ოჯახური ცხოვრებისთვის. წესდების მიხედვით სკოლის მიზანია: • ზოგადი განათლების მიცემა მოსწავლეთათვის დაწყებით, საბაზო, საშუალო საფეხურებზე; • მოსწავლეების აღზრდა ეროვნულ–კულტურული და ტრადიციული ღირებულებების შესაბამისად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *