Category Archives: სასკოლო პროექტები

ლაშქრობა ბირთვისში

6-7 მაისს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სკოლის თვითმმართველობისა და სკოლასთან არსებული ტურისტული კლუბი “გზის” ორგანიზებით იმყოფებოდნენ ბირთვისში. მოსწავლეებმა დალაშქრეს ციხე და კანიონი. მათ მეგზურობას სკოლის დირექტორი, ბატონი მამუკა თედიაშვილი უწევდა.      

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ინგლისურის გაკვეთილზე

დღეს ჩვენს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინგლისური ენის პედაგოგმა თეა ცილიკიშვილმა მე-7ა კლასს წარუდგინა მარკ ტვენის ” ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”.

ისტ-ის წრე ა(ა)იპ საქ. საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახ. თბილისის სკოლაში

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის   სამუშაო  პროგრამა/განრიგი  წრის  სახელწოდება:    „ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში“ წრის ხელმძღვანელი:    რუსუდან როსტიაშვილი

“სიკეთის გაკვეთილები” კათარზისში

ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონასტრის დასახმარებლად

ჩვენი სკოლის მეცხრეკლასელები პედაგოგ ნარგიზ იარაჯულის ხელმძღვანელობით ელიას მთაზე მდებარე მონასტერს ესტუმრნენ. მოსწავლეები საბა გამწმენდელის სახელობის ტაძრის მიმდებარე  მონასტრის ეზოსა და საკურდღლის დალაგებაში დაეხმარნენ ბერებს.

ქიმიის გაკვეთილი

ქიმიის პედაგოგი მანანა ნიკოლაიშვილი და მე-9ბ კლასი.

გამოფენა- “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში”

დღეს, 5 აპრილს, საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში გაიმართა სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. გამოფენის ორგანიზატორი გახლდათ საპატრიარქოსთან არსებული ფონდი “ლაზარე”.

მედავითნეობის წრის გასვლითი გაკვეთილი

საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში  ფუნქციონირებს მედავითნეობის წრე. საღვთო სჯულის პედაგოგი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მედავითნე ნათია პირტახია მოსწავლეებს მედავითნეობას ასწავლის. 18 თებერვალს, არსენ იყალთოელის ხსენების დღეს, მედავითნეობის

ჩვენი სკოლის ბიჭუნათა გუნდის წარმატება

  საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის პირველ ეროვნულ კონკურსზე ჩვენი სკოლის ბიჭუნათა გუნდმა პედაგოგ ლალი კაპანაძის ხელმძღვანელობით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მეორეკლასელთა საახალწლო ღონისძიება

დღეს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მე-2-გ კლასის მოსწავლეებმა(მზრუნველი ეკა ჭოლოკავა) საახალწლო ღონისძიება ჩაატარეს. საზეიმო კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა საობაო-საახალწლო განწყობა შეუქმნეს მაყურებელს.