წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია

 შეგახსენებთ, რომ  საქართველო­ს მთავრობის 31.05.2013 წლის #550 განკარგულებისა და მასში  -30.07.2013 წლის #1008 და 31.12.2013 წლის  #2214 განკარგულებების (შემდგომში- განკარგულება) სფუძველზე შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გრძელდბა წითელას მასიური გავრცელები­ს პრევენციის­ მიზნით გასატარებე­ლი ღონისძიებე­ბი, 2014 წლის 30 ივნისის ჩათვლით, რომელიც  ითვალისწინებს  საზოგადოებ­რივი ჯანდაცვის­, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და საქართველო­ს განათლების­ა და მეცნიერები­ს სამინისტრო­ს, ზოგადსაგან­მანათლებლო­ დაწესებულე­ბების (სკოლების) კოორდინირე­ბულ მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ წითელას მოსალოდნელი ეპიდემია.

კერძოდ, პოლიკლინიკებში არაგეგმიური ვაქცინაცია  (განკარგულებით გათვალისწინებული მოსახლეობის სხვადასხვა ასაკთან ერთად) ერთჯერადად უნდა ჩატარდეს  14 წლამდე  ასაკის მხოლოდ აუცრელ ან არასრულად აცრილ ბავშვებში,  ხოლო  14 წლის ასაკის  ბავშვთა სრულ კონტინგენტში- აცრის სტატუსის მიუხედავად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ თითოეული პოლიკლინიკის მიერ, კვლავ უნდა მოხდეს  14 წლამდე აუცრელი ან არასრულად აცრილ ბავშვთა, ასევე,  14 წლის სრული ასაკობრივი კონტინგენტის (აცრის სტატუსის მიუხედავად) მშობელთა ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ბავშვთა აქტიური მოზიდვა პოლიკლინიკებში და მათი ჩართვა  აცრებში,  განკარგულებაში მითითებულ ვადებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი წერილის მიხედვით, განკარგულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სკოლების დახმარებით, ასევე,  უნდა მოხდეს მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება წითელას საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და მათი ხელშეწყობა შესაბამისი ასაკობრივი კონტინგენტის ნებისმიერ პოლიკლინიკაში მისამართად.

ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ გასული წლის წითელას ეპიდემიის ე.წ. პირველი ტალღის (ოქტომბერ-ნოემბრში აღინიშნა შემთხვევების კლება) შემდეგ, დეკემბრიდან დღემდე, კვლავ დაიწყო წითელათი დაავადების შემთხვევების ტენდენციური მატება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული, ასევე, განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების მნიშვნელობა და ორგანიზებული ძალისხმევით დავძლიოთ წითელას მოსალოდნელი  ეპიდემია.

გისურვებთ ჯანმრთელობას,

პატივისცემით,

გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი:

ცისნამ  დილებაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *