საქართველოს სახალხო არტისტი ლეო ანთაძე ჩვენს სკოლაში

გუშინ საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლას საქართველოს დამსახურებული არტისტი ლეო ანთაძე ესტუმრა. სკოლის დარბაზში შეკრებილი მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ არაჩვეულებრივი მსახიობის ბიოგრაფიას, დამსახურებებს და დიდი ცნობისმოყვარეობით ელოდნენ სცენაზე მის გამოჩენას.

ლეო ანთაძემ გაიხსენა თავისი ბავშვობა, ქვიშხეთში ცნობილ ადამიანებთან შეხვედრის ეპიზოდები. ასევე, მსახიობმა ჩვეული სამსახიობო ოსტატობით წარმოუდგინა მაყურებელს მონოსპექტაკლი. შეასრულა სხვადასხვა სკეტჩი ცნობილი სპექტაკლებიდან: “ბათა ქექია”, “კოლხეთის ცისკარი”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. მოსწავლეები ემოციებს ვერ მალავდნენ. მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილება და დიდი სულიერი საზრდო მიიღეს. სპექტაკლის ბოლოს მსახიობმა ბავშვების გულწრფელი მქუხარე ტაში დაიმსახურა. დღეს სკოლაში ლეო ანთაძის ავტოგრაფით არაერთი მოსწავლე იწონებდა თავს.

20141201_130922 20141201_131903 20141201_131909 20141201_131920 20141201_133700 20141201_135227 20141201_135237

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *