მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ნათელა მირზელაშვილმა თავის სამზრუნველო მე-3 ა კლასთან ერთად პედაგოგები და მშობლები სკოლის დარბაზში მიიწვია.
მოსწავლეებმა მასწავლებელთა ღვაწლსა და დამსახურებაზე ბევრი საინტერესო მოსაზრება  თუ  ლექსი თქვეს. წარმოადგინეს  მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებიც.  საღამო ძალიან თბილი და შთამბეჭდავი იყო. სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნათელა მირზელაშვილს საინტერესო საღამოს ორგანიზებისათვის, ასევე დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის.

DSC06232 DSC06243 DSC06244 DSC06245 DSC06246 DSC06247 DSC06248 DSC06249 DSC06251 DSC06252 DSC06259 DSC06260 DSC06262 DSC06263 DSC06267 DSC06268 DSC06269 DSC06278 DSC06280

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *