კონკურსი “ჩვენი ჯარისკაცები”

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით აცხადებს ესეების კონკურსს „ჩვენი ჯარისკაცები“. კონკურსი ცხადდება თბილისის მასშტაბით.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული გრძნობის ამაღლება, ქვეყნი სინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ხელშეწყობა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ აღნიშნულ თემაზე დაწერონ ესეები, რომლებშიც გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს და სურვილებს ქართველი ჯარისკაცების მოღვაწეობასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 26 მაისს.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თბილისის ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების IV-XIIკლასის მოსწავლეებს;
  • კონკურსი ტარდება ორ ეტაპად ორ ასაკობრივ ჯგუფში: IV-VII და VIII-XII კლასებში;
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ესე თემაზე „ჩემი ჯარისკაცი“. მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
  • დასაშვებია ავტორის მიერ ესეს ილუსტრირება;
  • ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტოინფორმაცია;
  • I ეტაპი – სასკოლო ტური- სკოლა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენს არაუმეტეს 2 საუკეთესო ესეს. ესეების შერჩევა უნდა მოხდეს სკოლაში შექმნილი კომისიის მიერ. კომისია უნდა დაკომპლექტდეს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების და მოსწავლეების წარმომადგენლებისგან;
  • II ეტაპი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ შექმნილი კომისია განიხილავს სკოლებიდან მიღებულ საკონკურსო ნაშრომებს და გამოავლენს გამარჯვებულებს: თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც გაინაწილებენ I, II, III საპრიზო ადგილებს. კომისია უფლებამოსილი იქნება საპრიზო ადგილების გარდა, დამატებით გამოავლინოს ესეების ავტორები (თითოეულ კატეგორიაში არაუმეტეს 10 ავტორი), რომლებიც მიიღებენ წამახალისებელ სიგელებს.გამარჯვებული ესეების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. ფასიან საჩუქრებს დააწესებენ კონკურსის ორგანიზებაში მონაწილე სამინისტროები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *