ბოლო ზარი

დღეს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში “ბოლო ზარის” ღონისძიება ჩატარდა.  მეთორმეტეკლასელებმა ტრადიციული გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს.
მოსწავლეებმა თბილად გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს შრომისთვის, ერთგულებისთვის, გაძლებისთვის. პედაგოგებმა მათ მიულოცეს  ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა და მომავალი წარმატებები უსურვეს. სკოლის დირექტორმა, ბატონმა მამუკა თედიაშვილმა,  წარჩინებული კურსდამთავრებულები ჩვენი სკოლის ემბლემიანი ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ წელს სკოლის ეს  ჯილდო  36 მეთორმეტეკლასელიდან   26-მა მიიღო.

DSC00250 DSC03882DSC03871 DSC00260  DSC00259 DSC00258  DSC00257 DSC00241 DSC00238 DSC03882

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *